ირინა შეიკსა და ბრედლი კუპერს აშკარად საოცრად ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. ისინი 6 წლის ქალიშვილზე თანაბრად ზრუნავენ. მანამ სანამ შეიკი ახალ გულის სწორთან, ტომ ბრედისთან ატარებს დროს, მზრუნველმა მამამ ქალიშვილი პარიზში წაიყვანა.
მსახიობი არდადეგებს ლეასთან და მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებს. პაპარაცებმა კუპერი ატრაქციონებზე გადაიღეს. ის საოცრად კმაყოფილი ჩანდა და ბავშვების გარემოცვაში თავადაც ბევრს ხალისობდა.
„აი ექს-ქმარიც ამას ჰქვია!“, „მგონი თავად უფრო ერთობა“, „ბრედლი კუპერმა ბავშვობა გაიხსენა“, – წერენ კომენტარებში.