რუსი დეპუტატები თბილისში – მათი ჩამოსვლისთანავე საზოგადოების დიდ ნაწილში აგრესია გაჩნდა, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც საქართველომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა, “ფეისბუქი” უარყოფითი სტატუსებით გაივსო.
ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი.
პარლამენტის ვიცე სპიკერი: რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა
ყურადღება ძირითადად მახვილდება იმაზე, რომ განსხვავებული გარეგნობისა თუ აქსესუარების გამო, ადამიანებს დასდევენ, მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ჩამოსვლას, რეალური პროტესტი არ მოჰყვა.
„ცუდ სიზმარში მგონია თავი…
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს…
პირველი მომხსენებელიც რუსი დეპუტატია.
ძალიან მძიმე საყურებელი და სასმენია.
თქვენ მეტროში დაერიეთ პატარა გოგო-ბიჭებს საყურეების გამო, შემთხვევით ქართველობა არ წაგართვან…
ფუ“ – წერს თეონა ცხომელიძე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ ეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა.
“ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი” – წერს სოფო კილაძე.
“აჰა. გუბერნია ვართ და ეგაა!” – წერს ცოტნე აბესაძე.
რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლას ეხმიანება ირინა სარიშვილიც. ის წერს, რომ ქართველების ღირსება სწორედ აქ გადის და არა საყურეზე.
“რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სხდომას გავრილოვი წაიყვანს.
აი აქ და არა საყურეზე გადის ჩვენი ღირსების ზღვარი და ღირსებამდე – უბრალოდ ადამიანობის!
ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, ეხლა ალყაში უნდა გვყავდეს ხელისუფლება და დღესვე უნდა დავასრულოთ მათი ბოგინი.
რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ
გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლით არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს
ჩვენ კიდე ვზივართ და ტელევიზორებთან მოვთქვამთ ან აქ ვაკაკუნებთ. სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი საზღვრების აღიარებიდან ამ მოღალატე ხელისუფლების მიერ და მერე ახალი ძალით ავკაკუნდებით!
თეიმურაზ ხევისთავები ვართ მთელი ქვეყანა!” – წერს ირინა სარიშვილი.
ფსიქოლოგი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, რუსი დეპუტატების საქართველოში ამ ვიზიტს ქვეყნის დაკარგვას უწოდებს და ამბობს, რომ ეს ერთეული ადამიანების კომერციული მიზნების გამო ხდება.
“ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არასოდეს გვყოლია ??
საქართველოს პარლამენტი, მოსკოვში დეპეშის გაგზავნას როდის გეგმავთ?” – ამ კითხვით ეხმიანება დღევანდელ მოვლენებს ჟურნალისტი რუსა მაჩაიძე.
გავრილოვის პარლამენტში მისვლას აკრიტიკებს “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძეც. ის იმ ხალხს მიმართავს, რომლებიც თბილისი პრაიდის ჩატარებას აქტიურად აპროტესტებენ.
“ის ხალხი სადაა, ტრაკს რომ იცავს რამდენიმე დღეა? გავრილოვის გაკოჭვა არ უნდათ და ქვეყნიდან გაშვება?” – წერს ზურა ჯაფარიძე.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წერს, რომ ეს რუსეთისთვის უომრად ჩაბარების ტოლფასია.
ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება
“უომრად ჩავბარდით?! აქედან დესუვერენიზაციამდე აღარაფერია დარჩენილი. ფსიქილოგიურად, როგორც ჩანს, შეგვამზადეს, რადგან ეს გავაბედინეთ” – წერს პოლიტოლოგი.
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც რუსი დეპუტატი უნდა გაძღოლოდა. თუმცა, „ევროპული საქართველოს“წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია ტრიბუნაზე ავიდა და განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს პარლამენტის სკამზე დაჯდომის უფლებას არ მიცემს. დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია „ევროპული საქართველოს“ წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მარშანიასა და ხოშტარიას შორის დაპირისპირებაც მოხდა.
ფოტო: თამთა გოგოლაძე