LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი ამას ჰქვია იღბალი – ამერიკელმა 2 თვეში ლატარეა 264-ჯერ მოიგო

47
He-buys-264-lotteries-playing-the-same-numbers-and-wins

აშშ-ში, ვირჯინიას შტატში მცხოვრებმა მამაკაცმა 2 თვის განმავლობაში ლატარეაში 264-ჯერ მოიგო.

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, ჯელენ ტეილორმა გადაწყვიტა ინტუიციას ბოლომდე მინდობოდა და ამ მიდგომამ გაამართლა. ამერიკელმა 104 შემთხვევაში ერთი და იგივე 3 რიცხვი გამოიყენა და თითო ჯერზე 500 დოლარის მფლობელი გახდა. ბოლო მოგება მთელი 52 000 დოლარი იყო.

შემდეგ იგივე სტრატეგიით მან კიდევ 160-ჯერ ითამაშა და მთლიანობაში 132 000 დოლარი მოიგო.

ტეილორი ერთ-ერთია იმ მილიონობით ადამიანს შორის რომელიც ლატარეას ყოველდღიურად თამაშობს. ვირჯინიას შტატში, მხოლოდ 2021 წელს გაყიდული ბილეთების მაჩვენებელი 3,26 მილიარდი დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები