LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოში პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

78

2018 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6,6 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები 2,1 პროცენტით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1,68 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,1 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (7,8 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (6,3 პროცენტი).

საქსტატის ცნობითვე, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,72 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5,4 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (9,8 პროცენტი);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 14,1 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,91 პროცენტული პუნქტით აისახა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები