2008 წლის აგვისტოს ომის გმირს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გზირიშვილის ნეშტი რუსთავიდან თბილისში გადაასვენეს.
ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა..
2 ნოემბერს, ვახტანგ გზირიშვილთან ერთად, ტაძრის ეზოში, მისი მამის, აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილის ნეშტსაც დაკრძალავენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, რუსთაველ ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.