LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული სერვისები ძვირდება

192
ქორწინსბა

პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება. 

სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.

მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი.

დღეს იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში 90 ლარი ღირს.

სტუდენტების სტატუსის მქონე პირებისთვის 10%-იანი ფასდაკლება  მოქმედებს.

სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღეს 170 ლარი ღირს. აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას „ფორტუნა“ იუსტიციის სახლში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები