LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგუეროს გოლი გააქვს… ინგლისში ყველაზე მეტი გოლის გამტანი არაევროპელი

19

”მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო არაევროპელი ბომბარდირი გახდა.

აგუერომ ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩში ”ლივერპულის” წინააღმდეგ ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა. მისთვის ეს პრემიერლიგის 185-ე მატჩში გატანილი 124-ე გოლი აღმოჩნდა და შესაბამისად აგუერო პრემიერლიგის არაევროპელ ბომბარდირებს შორის გალიდერდა.

ამ მაჩვენებლით არგენტინელმა ტრინიდადელ დუაით იორკს გადაუსწრო, რომელსაც 375 შეხვედრაში 123 გოლი ჰქონდა გატანილი. იორკი კარიერის განმავლობაში ”ასტონ ვილას”, ”მანჩესტერ იუნაიტედის”, ”ბლექბერნის”, ”ბირმინგემის” და ”სანდერლენდის” ღირსებას იცავდა.

აგუერო ”მანჩესტერ სიტიში” 2011 წლიდან თამაშობს. იქამდე იგი ”ინდეპენდენმტეს” და მადრიდის ”ატლეტიკოს” შემადგენლობაში გამოდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები