სერხიო აგუერომ ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა პრემიერლიგაში გატანილი გოლებით უცხოელებს შორის. ახლა არგენტინელის ანგარიშზე 177 გოლია.
აგუერომ ინგლისში ჰეთ-თრიქების რეკორდიც გააუმჯობესა – მას 12 ტრიპლეტი აქვს კარიერაში.
კლოპი სეზონში მეოთხედ გახდა თვის მწვრთნელი და ამით გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა.
„კარდიფის“ ყოფილმა მწვრთნელმა ნილ უორნოკმა პრემიერლიგის ისტორიაში ტოპ საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა. ვენგერი – 1; გვარდიოლა – 2; მოურინიო – 3.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველი მოთამაშეა, რომელსაც გოლი ბოლო ოთხ ათწლეულში აქვს გატანილი.
„იუვენტუსმა“ სერია ა-ში მე-11 თამაში მოიგო ერთი ბურთის სხვაობით. ყველაზე მეტი ტოპ 5 ლიგაში.
La Gazzetta dello Sport: „ინტერმა“ შეათანხმა კონტრაქტის პირობები კრისტიან ერიქსენთან.
ლუის სუარესმა ოპერაცია გადაიტანა და 4 თვით ჩამოშორდა ფეხბურთს.
RAC1: პოჩეტინომ წინადადება მიიღო „ბარსელონა“ ჩაიბაროს.
BeIN Sports: ჩავი „ბარსელონას“ ჩაიბარებს უახლოეს პერიოდში.
„რეალმა“ მე-11 მოიგო ესპანეთის სუპერთასი, ფინალში „ატლეტიკოს“ პენალტებით აჯობა.
ბოლო 5 მადრიდული დერბი ფინალებში დამატებით დროში გადავიდა.
ზიდანმა 9-დან 9 ფინალი მოიგო „რეალის“ მწვრთნელობისას.
ზიდანმა „რეალის“ მწვრთნელად 10 ტროფეი მოიგო. ეს მეორე შედეგია კლუბის ისტორიაში.