LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროტურიზმი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება

111
New Project

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.

კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა კოლეგებს ცვლილების არსი გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი. აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 700 000 ლარს არ აღემატება.