LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროსფერომ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა

779
აგროსფერო_

23 აგვისტოს, სასტუმრო „რედისონში“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „აგრო-ოლიმპიადა“, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა და უკვე ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, სპეციალისტებს, ფერმერებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თავიანთი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს.

ოლიმპიადის სამი კატეგორიის – აგრონომიის, ღვინის ტექნოლოგიისა და მექანიზაციის – გამარჯვებულები „აგროსფერომ“ დააჯილდოვა.

კომპანიამ პირველი სამი ადგილის მფლობელ მონაწილეებს, სულ 9 სტუდენტს, თანამედროვე აგრო-განათლებასთან დაკავშირებული თემატური საჩუქრები გადასცა.

მე-3 ადგილზე გასულმა მონაწილეებმა „აგროსფეროსგან“ ბიოდივირსიფიცირებულ სოფლის მეურნეობაზე აუდიო წიგნი მიიღეს. წიგნის კომფორტულად მოსასმენად მათ JBL-ის უსადენო ყურსასმენებიც გადაეცათ.

მე-2 ადგილის მფლობელები კომპანიამ ელექტრონული წიგნით – Agriculture 5.0-ით დააჯილდოვა, რომელიც სოფლის მეურნეობის უახლეს ტექნოლოგიებს, მანქანურ სწავლებას, IoT-სა და ხელოვნურ ინტელექტს შეეხება. წიგნის კომფორტულად საკითხავად კი „აგროსფერომ“ მათ საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა – Amazon Kindle 6 Paperwhite გადასცა.

1-ელ ადგილზე გასულმა მონაწილეებმა ისრაელის წამყვანი უნივერსიტეტის – „თელ-ავივის უნივერსიტეტის“ 1-თვიანი ონლაინ კურსი მიიღეს, რომელიც მათ თანამედროვე ცოდნას მიაწვდის მცენარეთა ბიოლოგიაზე. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები მიენიჭებათ. კურსის კომფორტულად გასავლელად კომპანიამ გამარჯვებულები Samsung Galaxy Tab S სერიის პლანშეტებითაც დაასაჩუქრა.

საჩუქრების შერჩევისას „აგროსფეროს“ მიზანი იყო, რომ გამარჯვებულებისთვის სოფლის მეურნეობაში ცოდნის გაღრმავებისა და თანამედროვე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცა. შესაბამისი მოწყობილობების დახმარებით კი მათთვის ეს პროცესი გაემარტივებინა.

„ჩვენთვის, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორის ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე აგრო-განათლება და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა თაობა ჩვენს სფეროში. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა განათლების მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ წელს „აგრო-ოლიმპიადის“ სპონსორები გავხდით. ამ მიმართულებით სხვა პროგრამებსაც აქტიურად ვახორციელებთ და ვაგრძელებთ საინტერესო სიახლეების დაგეგმვას“, – ამბობს „აგროსფეროს“ წარმომადგენელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ „აგროსფერომ“ ჩამოაყალიბა ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა „აგროსფეროს სტიპენდიატიც“, რომლის ფარგლებშიც კომპანია „აგრარული უნივერსიტეტის“ 3 ყველაზე წარმატებულ სტუდენტს სოლიდურ სტიპენდიას გადასცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები