გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებთან, ასევე საქართველოს სადაზღვევო და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე იმსჯელა.
შეხვედრაზე კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სტიქიის შედეგები განიხილეს და დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელეს.
სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.
სტიქიის ღამე კახეთში - ლაგოდეხის სოფლები დაიტბორა [ფოტოები]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირების კუთხით, აგროდაზღვევის პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა.
საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს შეღავათი გაუწიონ „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარებს და სესხების რესტრუქტურიზაციის მიზნით, სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ.