LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგრო ეფექტი“ ევროპული კომპანიების პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა

877

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარი, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის განკუთვნილი მაღაზიათა ქსელი „აგრო ეფექტი“ ევროპული კომპანიების პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, კომპანია უკვე ესპანეთიდან და ლიტვიდან წვეთოვანი რწყვის კრისტალური და გრანულირებული სასუქების და ტორფის სუბსტრატის ოფიციალური იმპორტიორია. კონკრეტულად, შეთანხმება პროდუქციის იმპორტის შესახებ ესპანურ „Antonio Tarazona“-სა და ლიტვურ „ AB Rekyva“ – სთან შედგა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის სერვისის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ეცნობოდნენ ინფორმაციას ევროკავშირის ბაზრისა და შეთანხმების მიხედვით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ. ცენტრის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა, ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა დაეწყო და სისტემატიურად გადაემზადებინა თანამშრომლები და მენეჯმენტი.

„აგრო ეფექტში“ ამბობენ, რომ ევროპულ კომპანიებთან ოფიციალური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მიღწევა სწორედ DCFTA საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის სწორად გამოყენების შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები