უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის უახლეს კვლევაზე დაყრდნობით, ბავშვებში თამაშის როლის აუცილებლობაზე საუბრობს. პედიატრის მტკიცებით, მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს, რომ სწორედ თამაშის დროს უყალიბდება ბავშვს სოციალური უნარები. აქვე კომაროვსკი ბოლო პერიოდის აქტუალურ თემას, აგრესიული ბავშის ფსიქოტიპსაც ეხება და ამბობს, რომ ეს პატარა ასაკში აბსოლუტური ნორმაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ პატარებს სხვების აზრის გაგება უჭირთ, საჭირო ხდება არგუმენტების მოყვანა. ბავშვები სიტუაციაზე რეაგირებენ უმალ და არა ფიქრის შემდეგ. აგრესიული ქცევა სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვი ბოროტია ან ძალით გაყენებთ ზიანს. სინამდვილეში პატარები ძალიან განიცდიან, რომ სხვა ბავშვი ზიანდება. როცა რაიმე ინციდენტი ხდება თამაშისას, გაესაუბრეთ ინციდენტის ყველა მონაწილეს. ამით პატარები სწავლობენ კონფლიქტების თავიდან არიდებას, ემოციების მართვას და ისმენენ არგუმენტებს. აგრესიის მინიმუმამდე დასაყვანად, აუცილებელია ბავშვს შეუქმათ სივრცე თამაშისა და გართობისთვის. კონფლიქტი ყოველთვის გადაზარდეთ პოზიტიურ სიტუაციაში, ბევრი ელაპარაკეთ პატარას და ასწავლეთ აგრესიის ემოციებით და არა ქმედებით გამოხატვა. სხვა მხრივ აგრესია პატარა ბავშებში აბსოლუტური ნორმაა“.