LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრარული სექტორით დაინტერესებულებს განათლების დონის ამაღლებაში დაეხმარებიან

98

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ მოაწერეს ხელი.

ფერმერთა ასოციაციაციის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული პირთათვის განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, სასწავლო ლიტერატურითა და ტრენინგებით უზრუნველყოფა .

„მემორანდუმი ფარგლებში დაიგეგმება მოსახლეობასთან და ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ერთობლივი შეხვდრები. ასევე, აგრარული სექტორით დაინტერესებული პირებისთვის და ფერმერებისთის, ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობამოხდება,“-აღნიშნა „ფერმერთა ასოციაციის“- თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის განმარტებითაც აღნიშნული მემორანდუმი საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებულ პირებს განათლების დონის ამაღლებაში დაეხმარება.

„მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან გავაფორმეთ, მიმართული იქნება ღონისძიებებისა დაგეგმისა და განხორციელების მხარდაჭერის კუთხით, რომლებიც საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული პირებს განათლების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები