LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად 37-მდე ობიექტი დაჯარიმდა (ფოტო)

125
3

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.

სეს-ის ინფორმაციით, ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების, შენახვის პირობებისა და ვადების შემოწმების მიზნით, მიმდინარე წელს ჩატარდა 100 სახელმწიფო კონტროლი, როგორც ინსპექტირება ისე დოკუმენტური შემოწმება , სხვადასხვა დარღვევისთვის 37 –მდე ობიექტი დაჯარიმდა , აქედან 7 შემთხვევაში აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სააგენტოს მითითების შესრულების შედეგად, ყველა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.