LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღუდგეთ მსჯავრდებულებს ხანგრძლივი პაემნების უფლება – ,,ლელო“ ხელისუფლებას მიმართავს

43
ლანა გალდავა

პარტია ,,ლელო“ ხელისუფლებას, უშუალოდ კი იუსტიციის მინისტრს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მოუწოდებს, პისიარ ტესტირების და მკაცრი კონტროლის საფუძველზე, აღუდგინოს მსჯავრდებულებს ხანგრძლივი პაემნების უფლება.

პარტიის შეფასებით, ამ ეტაპზე, მსჯავრდებულების ხანგრძლივი სრული იზოლაცია დაუშვებელია. მათი შეფასებით, ზემოაღნიშნულ მოთხოვნას ასევე ამყარებს ის მოცემულობაც, რომ აპრილის თვეში დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების, ხოლო მაისის თვიდან კი მსჯავრდებულების ვაქცინაციის პროცესი.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ხანგრძლივი პაემნის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წარმოადგენს მსჯავრდებულების უფლებების მძიმე დარღვევას, რადგან ოჯახის წევრებთან ხანგრძლივი პაემანი არის ის ემოციური ბმა, რომლითაც მსჯავრდებულები ინარჩუნებენ და განავითარებენ ოჯახურ ურთიერთობებს, ცდილობენ შეინარჩუნონ კავშირი გარე სამყაროსთან, რაც უმნიშვნელოვანესია მათი უმძიმესი ფსიქო-ემოციური მდგომარებისთვის, ასევე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში მაქსიმალური რეინტეგრაცია-რესოციალიზაციისთვის,“ – აცხადებენ პარტიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები