LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცი მოკლეს

shutterstock_252453949

ოფიციალური კიევის განცხადებით, დონბასში, უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სეპარატისტებმა 1 იანვარს სამჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამავე წყაროს თანახმად, უკრაინის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი სეპარატისტი მებრძოლი.

თავის მხრივ, სეპარატისტების ხელმძღვანელობა კიევს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს.

ომი დონბასში 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა, 10300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით ადამიანი აქცია დევნილებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები