Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ქართული Terminal – ი საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცედ დასახელდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ქართული Terminal – ი საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცედ დასახელდა

93
AB3P0885-HDR (1)

საერთო სამუშაო სივრცე Terminal Eurasian Startup Awards – ის ფინალისტებს შორის მოხვდა. EuroAsian Startup Awards მსოფლიოში სტრატაპების ეკოსისტემის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ორაგინაზაციის Global Startup Awards – ის რეგიონული კონკურსია, რომელმაც 2020 წელში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის „საუკეთესო ქოვორქინგის“ ნომინაციაში 4 ფინალისტი გამოავლინა. საქართველოდან მონაწილეობისთვის კი Terminal შეარჩია.

გამარჯვებული ოთხ ქვეყანას შორის 5 თებერვალს გამოვლინდება:

  • საქართველო – Terminal
  • რუსეთი – Tceh
  • მოლდოვა – Generator Hub
  • უკრაინა – Creative Quarter

Global Startup Awards – ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დაჯილდოებაში 9 ქვეყანა მონაწილეობდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

ფინალისტებს შორის მოხვედრა მოულოდნელი იყო Terminal – ის მენეჯმენტისთვის.

„Global Startup Awards მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მიუკერძოებელი კონკურსია, რომელიც მსოფლიოს სტარტაპ კომპანიებისთვის წლის მთავარი ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ფინალისტობა მოულოდნელი იყო, რადგან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დაჯილდოებში კონკურენციას ძალიან დიდი ქვეყნები გვიწევდნენ, მათ შორის: რუსეთი, თურქეთი და უკრაინა, სადაც ქოვორქინგის ინდუსტრია ბევრად დიდი ხანია განვითარდა, ვიდრე საქართველოში, თუმცა საერთაშორისო ჟიურის შეფასებით, Terminal ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის“, – აცხადებს Terminal- ის დირექტორი ჯინო დოლინი.

,,Terminal – მა დაიმსახურა ფინალისტებს შორის ყოფნა. მართალია, კონკურენციას საკმაოდ დიდი ქვეყნები გვიწევენ, რომლებსაც საქართველოზე მეტი გამოცდილება აქვთ ქოვორქინგის სფეროში, თუმცა Terminal – მა მცირე დროში მოახერხა გამხდარიყო ყველაზე დიდი ქოვორქინგი რეგიონში, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს მსოფლიოს ათეულში მყოფ საერთაშორისო ბრენდებს. გამარჯვების იმედი გვაქვს.  ეს არ იქნება მხოლოდ Terminal – ის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება რეგიონში“, – აცხადებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ ჯინჭარაძე. 

გამარჯვებული ქვეყანა 5 თებერვალს გამოვლინდება. გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიური ითვალისწინებს კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობას. ნებისმიერ ადამიანს ხმის მიცემა შეუძლია ბმულზე: https://meout.org/easa/

Terminal პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოში ქოვორქინგის ინდუსტრია შემოიტანა. ამ სფეროში Terminal ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი აღმოჩნდა, რომელმაც 5 წელიწადში თბილისში 5 ფილიალი გახსნა და დღეს ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა.

Terminal მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს, შეხვდრებისა და საკონფერენციო ოთახებსაც სთავაზობს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები