LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა – სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

200
მეუფე შიო და მამა ანდრია

„ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე ოდნავ მეტი. სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა და თქვა, მისი მდგომარეობა დღეს  ნორმალურია და მუშაობის ყველა პროცესში ჩართულია.

„ეჭვები და ვარაუდი დღეს, არ მგონია მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ,რას მოგვცემს შემდგომი დაკვირვება. რაც არ უნდა ვთქვა, ეს ყველაფერი, მხოლოდ ვარაუდები და ეჭვები იქნება. მთავარი არის ის, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ერთია, რომ შეიძლება იყოს რაიმე ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა.

ჩვენ ოფიციალურად არავის მიგვიმართავს, უბრალოდ თავად ვიყავით კვლევის რეჟიმში ორი კვირა, საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყო რაიმე მავნე ნივთიერებები, ეს რაღაც დროსთან იყო დაკავშირებული. დღეისათვის მხოლოდ ის ვიცით, რომ საკვები, რომელსაც იღებდა, არის ჯანმრთელი“, – განაცხადა დეკანოზმა.

ჯაღმაიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტს გარკვეული დასაბუთება სჭირდება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალება, რის გარეშეც მტკიცების უფლება არ აქვს:

როგორია მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა – რას აცხადებს პატრიარქის ექიმი 

„კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი.“

„საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო.

რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, ანალიზები ჩაიტარა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ. სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი.

რადგან ეს მაინც არის პირადი ინფორმაცია, არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში გაკეთდა. [სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის] მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, – განაცხადა დეკანოზმა და დასძინა, რომ საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ.

„ჟურნალისტების საყურადღებოდ“ – რას წერს ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით

„დროდადრო საჭიროა კვლავ ანალიზები გადამოწმდეს და საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება განახორციელონ, რომ თუ არის რაიმე შანსი, ხდებოდეს გარედან ჩარევა, ამისი პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს.

მეუფე კლინიკაში არც ყოფილა, თავს კარგად გრძნობს, მუშაობს, უბრალოდ იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით სისუსტეს გრძნობდა. გამორიცხული არ არის [მოწამვლას ჰქონდეს ადგილი] იმიტომ, რომ ნივთიერება, რომელიც მის სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები რომ მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები