LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოჩენილია ბავშვთა პორნოგრაფიის 500-ზე მეტი ფაილი, 127-ში 6 წლის ბავშვი ფიგურირებს – უკრაინაში 27 წლის პედოფილი დააკავეს

130
პოლიც

უკრაინაში, კერძოდ, პოლტავას რეგიონში პოლიციის კიბერდანაშაულის სამსახურმა 27 წლის პედოფილი დააკავა.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული დიდი ხნის განმავლობაში აუპატიურებდა 6 წლის ბიჭს, ასევე ქმნიდა და ინახავდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას.

სამართალდამცველებმა მოძალადის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ამოღებულია მობილური ტელეფონი, კომპიუტერიული მოწყობილობები, მყარი დისკი და სისტემის ბლოკი.

ჩამორთმეული აპარატურის  წინასწარი შემოწმებისას აღმოაჩენილია 500-ზე მეტი საბავშვო პორნოგრაფიის ამსახველი ფაილი, რომელთაგან 127 უშუალოდ ბრალდებულის მიერ არის შექმნილი და მასში 6 წლის მსხვერპლი ფიგურირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები