LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოაჩინეთ ჯადოსნური მალაიზია -თბილისიდან ფრენა გაიაფდა

710
10-beautiful-islands-in-malaysia-youve-probably-never-heard-of-pulau-mabul-1

საქართველოდან მალაიზიაში გამგზავრება გაიაფდა. ავიაკომპანია Air Arabia მალაიზიის მიმართულებით სპეციალურ აქციას აწყობს, რომლის ფარგლებშიც თბილისიდან მალაიზიის დედაქალაქის კუალა-ლუმპურიის მიმართულებით, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 700 დოლარიდან იწყება.

მომაჯადოებელი კულტურა, გასაოცარი ბუნება და დაუვიწყარი შოპინგის შესაძლებლობა! აღმოაჩინეთ ჯადოსნური მალაიზია ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, Air Arabia-სთან ერთად, ორმხრივი ავიაბილეთის საწყისი ფასი 700$-დან! რეისები შესრულდება 2019 წლის 1-ლი ივლისიდან, დაჯავშნეთ ახლავე airarabia.com -ზე ან დაგვიკავშირდით 32 2 40 00 40“, – წერია ავიაკომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ახალი გადასახადი ტურისტებისთვის - კანონი 1 ივნისიდან ამოქმედდება

გაიგეთ დამატებით რამდენი ევროს გადახდა მოგიწევთ

შეგახსენებთ, მალაიზიაში გამგზავრებამდე ერთი ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ – მალაიზია ტურისტულ გადასახადს აწესებს. 1-ელი ივნისიდან მალაიზიის დატოვებისას ტურისტს გადასახადის გადახდა მოუწევს. აღნიშნულ გადასახადებს გადაიხდიან ის ტურისტები, რომლებიც ქვეყანას რეგულარული ავიარეისების და კრუიზული მარშრუტით ტოვებენ. ხოლო მგზავრებს, რომელებიც ქვეყანას ჩარტერული ავიარეისებით დატოვებენ, ტურისტული გადასახადი არ ეხებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები