LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოაჩინე საფრთხე დროულად: McCann Tbilisi-ის პოსტერი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

1570
296884796_1395141127638310_3976814931006774511_n

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მკერდის კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა – ის ყოველ მეათე ქალს შეიძლება გამოუვლინდეს. დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში კი პაციენტთა 95%-ს უხანგრძლივდება სიცოცხლე, უდიდესი ნაწილი კი სრულად ექვემდებარება განკურნებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-მა, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოთა ასოციაციის [ACAG] დახმარებით, აღნიშნული პრობლემის ცნობადობის გასაზრდელად კონკურსი ჩაატარა. საკომუნიკაციო სააგენტოებს უნდა შეექმნათ პოსტერი, რომელიც 18-იდან 30 წლამდე ასაკის ქალებს მოუწოდებდა ჩვევად აქციონ მამოლოგთან ვიზიტი და რეგულარული სკრინინგი. მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებაც, რომ არ ყოფილიყო საუბარი ძუძუს კიბოს უარყოფით და მძიმე მხარეებზე, გარდაცვალებაზე და სხვ.

კონკურსში McCann Tbilisi-ს ნამუშევარმა გაიმარჯვა, რომელშიც საინტერესოდ და იმავდროულად მარტივად არის ინტეგრირებული რადარის ვიზუალი. ჟიურის აზრით, სწორედ ეს პოსტერი გადმოსცემს სათქმელს ყველაზე უკეთ და ეფექტურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები