თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ხიდიდან მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.