აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი “ტვიტერზე” წერს.
მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა.
მაიკ პომპეო პრემიერს ხვდება: რა უთხრა პომპეომ სალომე ზურაბიშვილს
“აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.