დაბალბიუჯეტიანმა რუსულმა ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენებზე დაშვება მიიღო. ინფორმაციას „როსავიაციაზე“ დაყრდნობით „ავიანიუსი“ ავრცელებს.
როგორც „როსავიაციაში” განმარტავენ, აღნიშნული ნებართვა არ წარმოადგენს საფუძველს საერთაშორისო მარშრუტებზე ფრენების განახლების შესახებ – ეს არის ავიაკომპანიის უფლება, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს ორ ქვეყანას შორის ფრენების განახლების შემდეგ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა. როგორც ცნობილია, ქართული მხარემ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენა მოსკოვზეა დამოკიდებული, რადგან აკრძალვა სწორედ კრემლმა დააწესა.