LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარავისი ვალი აღარ მაქვს, ვინარჩუნებ ამ მდგომარეობას და ალბათ, ვეღარც დავთმობ… გეოგრაფიული ნოსტალგიაც აღარ მაქვს” – რას წერს აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი ზუმბა

3372
BeFunky-collage - 2023-07-25T232120.398

მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აშშ-ში ემიგრაციის შესახებ წერს.

ზუმბა გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკულ ცხოვრებაზე საუბრობს და საკუთარ თავზე გვიყვება.

„მიმდინარე წლებია ჯანმრთელად ვცხოვრობ, არ ვსვამ, არ ვეწევი, ნარკოტიკებიც ყოველთვის მეზიზღებოდა, ტყუილსაც და ფუჭ, უაზრო ურთიერთობებსაც ვერ ვიტან. ბოზებშიც არ დავდივარ, ვერ ვკაიფობ ერთჯერადი ურთიერთობებით…

ამ ბოლო დროს შემოქმედებითი სივრცეებიც გააქტიურდა და ახალი ეტაპები მოსჩანს ჰორიზონტზე. ამერიკაში თავი ემიგრანტად არასდროს მიგრძნია. კალიფორნია, მით უმეტეს, ჩემია, მიყვარს და სულ მთლად სახლში ვარ. არანაირი შრომა არ მეთაკილება და არ მეზარება. თავისუფლებაც მოვიპოვე, პირადიც და ფინანსურიც. საერთოდ აღარავისი ვალი აღარ მაქვს, საკუთარ სინდისთანაც პირნათელი ვარ. მომწონს, ვინარჩუნებ ამ მდგომარეობას და ალბათ ვეღარც დავთმობ ვეღარასოდეს, თან საკმაოდ ძვირსაც ვიხდი ამაში და მიღირს.

ამ ეტაპზე მყოფნის, რაც გამაჩნია. ჩემს წილ ქართულ საქმეს რაც შეეხება, ვთვლი, რომ კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას კვლავაც მშვენივრად ვეწევი. გეოგრაფიული ნოსტალგიაც აღარ მაქვს, უახლოესი ძვირფასი ადამიანები და ნამდვილი გულშემატკივრები მენატრება მხოლოდ. ვცურავ ხშირად, წონაც დავასტაბილურე, შაქარიც და წნევებიც.

ჯანმრთელად ვიკვებები და ვტესტავ სხვადასხვა კულინარიულ გემოებს დიდი სიამოვნებით. ვხალისობ და ვგიჟდები იუმორის ნებისმიერ მიმართულებაზე. საკმაო რაოდენობის ხარისხიანი და ნამდვილი მეგობრებიც მყავს. ამ ბოლო დროს ვაკვირდები და სამამულო წარმოების ნერვოზები და დეპრესიებიც უკვე ვეღარ ძლებენ ჩემთან, აღარც დრო მაქვს ამისთვის, პრინციპში…

სიცოცხლე მიხარია და მინდა ღრმა მოხუცებულობამდე ღირსეულად და ნაყოფიერად ვიცხოვრო. მადლობა ღმერთს, ამერიკას და თქვენ ყველას ამისათვის. ბედნიერი ვარ, რომ მივაბიჯებ ადამიანობისკენ და ადამიანობისთვის სავალ ჩემეულ გზაზე. მიყვარხართ მე თქვენ, ადამიანებო…

მშვიდობა, ღირსება, უფრო მეტი სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის უნარი მსოფლიოს.
პატივისცემით,
თქვენი ზაზა კორინთელი”, – ვკითხულობთ ტექსტში.

„ერთ დღესაც საკუთარ სამშობლოში ემიგრანტად აღმოვჩნდი და ღრუზინებმა მთლიანად გამანადგურეს მორალურად, შემოქმედებითად, სულიერად თუ მატერიალურად” – რას წერს ზაზა კორინთელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები