LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღაიანში მოკლული ჩვილის მამას შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

303
ბავშვიიი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოკლული ჩვილის მამას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დედისგან მოკლული ჩვილის მამა ალაპარაკდა (ვიდეო)

რას აცხადებს მოკლული ბავშვის მამა?

„აქედან გამომდინარე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგ გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, – განმარტეს შსს-ში.

21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები