LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აფთიაქებში დავდგათ ყუთი ,,გადანახული პირბადე”, უამრავი ადამიანი შეაგროვებს ფულს და აიღებს ის ადამიანი, ვისაც მართლა უჭირს!”

230
პირბადე

სოციალურ ქსელში მოქალაქე საინტერესო იდეის შესახებ წერს.

როგორც მაია რამიშვილი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უამრავ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა პირბადე იყიდოს, საზოგადოებას შეუძლია მათ დახმარება გაუწიოს.

“იდეა მაქვს და თქვენი აზრი მაინტერესებს !
უამრავი ადამიანი ამბობს, რეცხვისგან გაცვეთილი პირბადე უკეთიათ მოხუცებსო! ბევრს ისიც არ აქვს!
აფთიაქებში დავდგათ ყუთი ,,გადანახული პირბადე”!
უამრავი ადამიანი შეაგროვებს ფულს და იქვე, იმავე აფთიაქში აიღებს ის ადამიანი, ვისაც მართლა უჭირს!
,,გადანახული ყავა ” ხომ იცით ? საოცარი თანადგომაა უპოვართათვის!
ხოდა, გავაკეთოთ!
რას იტყვით?
საკუთარ ჯანმრთელობაზეც ვიზრუნებთ და მათზეც”-წერს მაია რამიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები