ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა – გიგა თედორაძემ სოციალურ ქსელში ქართველი მეზღვაურის მიერ გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ აფრიკელი ბავშვები ქართული დროშის ფონზე დგანან და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.
ვიდეოში ისმის ბავშვების შეძახილები: „საქართველო! საქართველო!“
ვიდეოს ავტორი მეზღვაური გოჩა მესხიძეა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის ციხისძირის მკვიდრია. ვიდეოს გადაღების ადგილს რაც შეეხება, ზუსტი ლოკაცია უცნობია.
https://www.facebook.com/By.intera/videos/2257702734305491/