LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზურ მხარესთან შევთანხმდით, პოლიტიკურ განსხვავებებს განზე ვდებთ და ჰუმანიტარულ საკითხზე ვმუშაობთ – სოზარ სუბარი

73

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, სამების საკათედრო ტაძრში აფხაზეთიდან გადმოსნებეულ გმირებს პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.

როგორ სოზარ სუბარმა განაცხადა, უკვე მოხერხდა 126 ადამიანის იდენტიფიცირება და დაკრძალვა და ამ მიმართულებით აფზურ მხარესთან მუშაობა ნაყოფიერია.

“ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაუმჯობესდა ურთიერთობები ამ მიმართულებით აფხაზურ მხარესთან. მხოლოდ წელს 46 სამარხი გაიხსნა და 91 ნეშტის პოვნა მოხდა. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამაზე ჩვენ და აფხაზური მხარე შეთანხმებული ვართ, რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხზე ვმუშაობთ და ყოველგვარ პოლიტიკურ განსხვავებებს განზე ვდებთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ პროცესი დაძრულიყო,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები