მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ეტლით მოფარიკავე, ირმა ხეცურიანი გადაცემის “მთავარ როლში” სტუმარია.
ირმა ხეცურიანი გადაცემაში აფხაზეთში გატარებულ ბავშვობას და საყვარელ ბაბუს იხსენებს.
“როდესაც გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, პირველი რაც მახსენდება არის ბაბუ. მახსოვს მისი მუხლები, კალთა და ხელები, რომელშიც ვეჭირე. აფხაზეთში პატარა სოფელი გვქონდა. მახსოვს ის პატარა თამაშები ბაბუსგან. ჩემს მეხსიერებაში შემორჩა ასე: აფრინდა, აფრინდა, ქორი აფრინდა. ფრინველებზე ხელი ზემოთ უნდა ამეწია და ცხოველებზე პირიქით. მოგების დროს ერთ მანეთს მაძლევდა.
აფხაზეთიდან ყველაზე მეტი, რაც გამომყვა არის დიდი სითბო. იქ სულ სხვა ადამიანები და სულ სხვა ურთიერთობა იყო. ჩემი სოფელი ნათელი წერტილია ჩემს მეხსიერებაში. ჩემი სახლის ეზო, სადაც თოჯინებით, კნუტებთან ერთად ვთამაშობდი”, – საუბრობს ირმა ხეცურიანი.
ირმა ხეცურიანი სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია
ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ხმლით შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა
„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი ვარშავის მსოფლიო თასის მფლობელია