LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადებას გეგმავს

Capture

საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

„საქართველოსთან საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ ამგვარ ზომებს უშიშროების სამსახური და სასაზღვრო სამსახური განახორციელებს. აფხაზეთში შემოსვლა შეზღუდული იქნება,“ – განაცხადა მან.

დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები