LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის კარანტინის გაუქმებისთვის გამართულ აქციას დაპირისპირება მოჰყვა

86
აქცია

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ და ამასთანავე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებიდან 4 პირი დააკავა, დაკავებულებს შორისაა”მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი, ნიკა ნარსია.

“ფორტუნა” აღნიშნული ფაქტის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადამოწმებას ცდილობს, განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები