იორდანიაში ქართულ-ჩერქეზული კულტურის დღეები გაიმართა, რომელსაც საპეციალურად ამ დღისთვის ჩასული ქართული მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხვა მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს შორის გაიმართა დავით მაღრაზის წიგნის „ჯაკომო პონტის“ პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე ენაზეა თარგმნილი, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე. წიგნის ახალი თარგმანიც სწორედ იორდანიაში გამოიცა, მისი პრეზენტაცია კი თბილისში 4 ივნისს გაიმართა.
რაც შეეხება „ჯაკომო პონტის“ ახალ თარგმანს, ის იორდანიაში ჩერქეზული და აფხაზური დიასპორების ინიციატივით გამოიცა და ქართულ-ჩერქეზული კულტურის დღეების ფარგლებში მისი პრეზენტაციაც სწორედ აღნიშნულ შემთხვევას დაუკავშირდა.
თუმცა, იორდანიაში, ქართულ-ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გამართული სემინარი, აფხაზებმა გააპროტესტეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებაზე საქართველოს ელჩი მიეწვია – გახდა პროტესტის მიზეზი აფხაზებისთვის, რომლებმაც პლაკატებით ხელში და შეძახილებით სემინარძე შეჭრა სცადეს.
აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგნლები შენობაში შეიჭრნენ და მათ სემინარისა და იორდანიაში გამოცემული დავით მაღრაძის წიგნის “ჯაკომო პონტის” ჩერქეზული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაციის ჩაშალაც სცადეს.
პოემა „ჯაკომო პონტი” დავით მაღრაძემ 2009 წელს დაწერა. ის 10 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის იტალიურად, ინგლისურად, რუსულად.
პოეტ დათო მაღრაძის თქმით, „წიგნი არ ეხება ხალხთა მეგობრობას; იგი ეხება ხელოვანის თავგადასავალს ძალადობრივ სახელმწიფოში, აგრესიულ-პროვინციული გარემოთია შეზავებული. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოსურად ეთნიკურმა ოსებმა თარგმნეს, აფხაზურად- ეთნიკურმა აფხაზებმა, ჩერქეზულად- ეთნიკურმა ჩერქეზებმა. ეს არ არის ქართული ინიციატივები, ეს არის სახელოვნებო სამყაროს წიაღში გაჩენილი ბუნებრივი მოთხოვნილება და იმედია, საინტერესო იქნება, აფხაზი, ოსი ჩერქეზი, კავკასიელი მკითხვლეისთვის, ისევე როგორც ამერიკელისთვის, უნგრელისთვის, თურქისთვის, იტალიელისთვის და ა.შ.“