LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის საქმეში ქართული მხარის მოთხოვნა არ ფიგურირებს

44

„აფგან მუხთარლის სისხლის სამართლის საქმეში, მასთან ქართველი პროკურორების შეშვებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მოთხოვნა არ ფიგურირებს,“ – ამის შესახებ თბილისში გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ ნამაზოვმა განაცხადა.

ძიება დასრულებულია, საქმე სასამართლოშია გადაცემული. სხდომის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის. რაც შეეხება ქართველი პროკურორებისთვის აფგან მუხთარლის დაკითხვის შესაძლებლობის მიცემის შესახებ მოთხოვნას, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასეთი მოთხოვნა ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ. მე ვფიქრობ, რომ რეალურად, საქართველოს მთავრობას ასეთი მოთხოვნით აზერბაიჯანისთვის არ მოუმართავს, – განაცხადა ელჩინ ნამაზოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები