აფგან მუხთარლის ადვოკატმა საქმის გამოძიების მოთხოვნით დღეს მთავარ პროკურატურას მიმართა.
აჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნები, ასევე საქმეში საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების სავარაუდო მონაწილეობა იმის საფუძველია, რომ საქმე მთავარმა პორკურატურამ გამოიძოს.
მისივე თქმით, ამჟამად საქმეს ძველი თბილისის სამმართველო იძიებს და ძველი თბილისის პროკურატურა ზედამხედველობას ახორციელებს.