LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის დღეს პროკურატურაში ელოდებიან

60
აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის დღეს პროკურატურაში ელოდებიან. საგამოძიებო უწყება მის უფლებადამცველს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ჟურნალისტი, ორი დღის წინ, საქართველოში ჩამოვიდა.

არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის მისი თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცების დეტალებზე ისაუბროს და ის ადამიანებიც დაასახელოს, ვინც აზერბაიჯანული მხრიდან მისი გატაცების ოპერაცია დაგეგმა.

პროკურატურის ინტერესის მიუხედავად უფლებადამცველებს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვთ. ჟურნალისტი ადვოკატთან ერთად პროკურატურაში 12 საათზე მივა, მანამდე კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები