LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა

92
აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

პროკურატურას არ სურს ჩემი საქმის გამოძიება, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანება იყო: აფგან მუხთარლი

დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.

აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფგან მუხთარლის ინტერესებს 2017 წლიდან დღემდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ არა მხოლოდ ადილობრივ დონეზე, არამედ ევროსასამართლოშიც იცავენ.

 

მუხთარლი, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, 2017 წლის მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება.

ჟურნალისტი, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკის გამო აზერბაიჯანიდან დევნიდნენ, 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაისს მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

როგორც ჟურნალისტი აცხადებდა, ის კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ამბობდა, რომ მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააპატიმრეს. მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს.

სანამ ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები: აფგან მუხთარლი