LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის

93
muxtarli

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გატაცების ფაქტზე გამოძიებისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლის თავიდან აცილებას ყველა ხერხით ცდილობენ.

“ერთი წელია პატიმრობიდან თავისუფალი ვარ და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობენ საქართველოში ჩემი ჩამოსვლისთვის ხელის შეშლას.

წინა შემთხვევისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი ჩამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ხელშეწყობას უკავშირდებოდა. სრული აბსურდია”-წერს მუხთარლი.

მუხთარლის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის თავიდან არიდებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უკვე გაგზავნეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოსვლას და მისი გაუჩინარების საქმეზე პროკურატურაში ჩვენების მიცემას გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები