LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლი მოულოდნელად ციხეში შეაბრუნეს – ლეილა მუსტაფაევა

90

აფგან მუხთარლი მოულოდნელად ციხეში შეაბრუნეს – ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ლეილა მუსტაფაევა მისი მეუღლის ციხეში დღეს შებრუნებას აფგან მუხთარლის მიერ აზერბაიჯანული და ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებს უკავშირებს. ლეილა მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ აფგან მუხთარლიმ მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით „კურიერთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იყო ნებადართული.

ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგან მუხთარლიმ მედიასთან ყველაფერზე, მათ შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზეც ისაუბრა.ლეილა მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ოჯახთან ერთად ხვალ დილის 08:00 საათამდე უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა დაღუპული ოჯახის წევრების ორმოცს დასწრებოდა.

 

 

https://www.facebook.com/leyla.mustafayeva/posts/2021640234517943?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები