აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ მელნო-პარკში მოხდა. ამ დროისთვის, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. ისინი შენობაში ბომბს ეძებენ.
მედიის ინფორმაციით, Facebook-ის შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში დარეკეს, რის შემდეგაც, ნიუ იორკელმა სამართალდამცველებმა მელნო-პარკელ კოლეგებს ამის შესახებ აცნობეს.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.