თურქეთის ქალაქ ჯიზრეში აფეთქება მოხდა.
დაიღუპა 9 და დაშავდა 64 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ჯიზრეში ძლიერი აფეთქება პოლიციის განყოფილებასთან მოხდა.
შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.