ქაბულში, ერთ-ერთ სამინისტროსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – ტერაქტს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 15 პირი. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ერთ-ერთ სამინისტროსთან მაშინ აიფეთქა, როდესაც თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ.
დაშავებულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.