ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Tolo News-ი ავრცელებს.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 2 სამართალდამცველია, ხოლო დაშავებულების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ერთ-ერთი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბომბი პოლიციის მანქანაში იყო მოთავსებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.