LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე – დაშავებულია 3 მუშა

108

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ამ წუთებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  სამი მუშა მძიმედაა დაშავებული.

“ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ერთ-ერთო მძიმედ დაშავებული პირი, დავით მელთაძე, კომპანიის წარმომადგენლის მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, დაშავებული ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს თუ ზესტაფონის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ორი დაშავებული, ფირუზ მკურნაძე და ნიკო კაკიაშვილი, სასწრაფომ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა,” – განუცხადა “ფორტუნას” რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, პაატა ნინუამ.

ნინუას ინფორმაციით, აფეთქება გეგმიური იყო, მუშები კი კომპანიის წარმომდგენლების მიერ გაფრთხილებული არ იყვნენ. მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები