Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აფეთქება და სროლა ფილიპინების ტურისტულ კომპლექსში (ფოტო/ვიდეო) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება და სროლა ფილიპინების ტურისტულ კომპლექსში (ფოტო/ვიდეო)

96

ფილიპინების რესპუბლიკაში ტურისტულ კომპლექს მანილაში, აფეთქებისა და სროლის ხმა გაისმა.

როგორც CNN-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასტუმროს მეორე სართულზე შეიარაღებულმა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ფანჯრიდან გადახტა, რათა თავდამსხმელისგან დაეცვა თავი. უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.

თავდამსხმელი იდენტიფიცირებული არ არის. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. კომპლექსის ოფიციალურ ტვიტერზე კი წერენ, რომ დროებით იქ შესვლა აკრძალულია.

 

ოფიციალურ გვერდზე ისინი ასევე წერენ, რომ პოლიცია მუშაობს რათა, გაარკვიოს ყველა სტუმრის ადგილსამყოფელი და გაიგონ რამდენად უსაფრთხოდ არიან ისინი.

მანილა (RWM), სადაც ინციდენტი მოხდა, ნიუპორტ სითიში ტურისტული კომპლექსია. ის მოიცავს ბარებს, კინოთეატრებს, კაზინოებსა და სავაჭრო ცენტრებს.

ეს კომპლექსი ფილიპინების რესპუბლიკაში, პირველი უდიდესი ინტერგირებული დასასვენებელი ადგილია, რომელიც აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

ფილიპინების არმია ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ბოევიკებს ებრძვის, ქალაქ მარავიში კონტროლის დასამყარებლად. ინციდენტი შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები