ავღანეთში, სამხედრო ბაზასთან ორი ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 40 სამხედრო ემსხვერპლა, – ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეარხი Tolo News იუწყება.
„ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო ჯიპებით პროვინცია ყანდაარში, მეივანდის რაიონში, სამხედრო ბაზაზე, თავდასხმა განახორციელა და სულ მცირე 40 ჯარისკაცი მოკლა,“ – იუწყება ტელეარხი.
სამხედრო ბაზაზე შეტევის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.