LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფექტში იყო ზურა… ტიროდა. არ გაიქცევა არ მიიმალება – ჭრიკიშვილი ზვიადაურზე

1830
ზვიადაური, ჭრიკიშვილი

“სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება ზურაბ ზვიადაურს”, – ოლიმპიელების სახელით განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა გააკეთა.

“ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად, ბუჩქებში გაქცეულიყი და დამალულიყო, ბიჭს ძმა მოუკლეს”, – აცხადებს ჭრიკიშვილი

ავთანდილ ჭრიკიშვილი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. მისი განცხადებით, ასეთი რაღაცეები ხდება და ყველას შეიძლება შეემთხვას.

მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და დაჭრილი ძმის გამოყვანას ცდილობდა.

“აფექტში იყო ზურა. დაღუპული ძმა მიიყვანა საავადმყოფოში, ტიროდა. იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო და ყვიროდა ფრთხილად გადაიყვანეთ ხელი არ მოტეხოთო.

“სასამართლოშიც ვთქვი და ვახსენე – ისეთი ბიჭია ზურა, არ გაიქცევა, არ მიიმალება – ისეთი გულიანია, ყველა მაგასთან მივდიოდით თუ რამე დაგვჭირდებოდა. ცოდოა ეს ბიჭი, ვიცი როგორიც არის. არ არის ეს ადამიანი ვინმესთვის საშიში. 41 წლის კაცია და ძაან ახლოს ვიცნობ, ცოდოა. თვითონ ძალიან განიცდის, ადამიანი მაგის ხელიდან მკვდარია და ამაზე ორჯერ მეტად ნერვიულობს,” – განაცხადა ავთნდილ ჭრიკიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები