LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფბა- „გიგანტური“ ჰესების აშენებისთვის სამინისტრომ ყველა კანონიერი გზა უნდა გამოიყენოს

79

„გიგანტური“ ჰესების აშენებისთვის სამინისტრომ ყველა კანონიერი გზა უნდა გამოიყენოს.  ამის შესახებ ”აფბაში” აცხადებენ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგიაში (2016-2025წწ) სწორად დასმული აქცენტებს ხედავს. სტრატეგია აფბას ახალგაზრდა ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა შეაფასა, აღნიშნა, რომ  დოკუმენტი ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლების წინაშეც დგას ენერგეტიკის სექტორი.

გვიდიანი აცხადებს, რომ განვითარების სტრატეგიის არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოელი ინვესტორებისთვის იმდენად, რამდენადაც  მკაფიოდ გაწერილი განვითარების სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემო გაცილებით სტაბილური და მიმზიდველი ხდება.

გარდა ამისა, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში დიდი ჰესების მშენებლობის არაპოპულარობის მიუხედავად,  ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მნიშვნელოვანია მუშაობის გააქტიურება.

„განხილვები არ წყდება დიდ ჰესებთან დაკავშირებით. საზოგადოების გარკვეულ წრეებში  კვლავ აქტუალურია ისეთი ობიექტების მშენებლობის საკითხი, როგორიცაა ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ა.შ. ამ მიმართულებით არსებობენ როგორც აქტიური მოწინააღმდეგეები, ისე აქტიური მომხრეები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ასეთი ობიექტების მშენებლობა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ერთიანი ენერგეტიკული სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ენერგეტიკის სამინსტრომ ყველა კანონიერი გზა უნდა გამოიყენოს ასეთი ობიექტების მშენებლობის დასაწყებად“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები