„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრებად მიმავალი მგზავრების თხოვნით, საქართველოს რკინიგზა კონცერტის დასრულების შემდეგ, ქ. თბილისში დასაბრუნებლად კიდევ ერთ დამატებით რეისს ნიშნავს(#887).
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მატარებელი „ბლექსი არენასთან“ მდებარე ახალი სარკინიგზო ბაქნიდან 01:50 გამოვა და ქ. თბილისში ჩამოვა 06:30.ბილეთები იყიდება, როგორც ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, ასევე ელექტრონულად და სწრაფი გადახდის აპარატებით.
“გთხოვთ იჩქაროთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია”, – აცხადებენ კომპანიაში.